დიდი გეტსბი
დიდი გეთსბი არის ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ნაწარმოები, რომელიც 1925 წელს დაიწერა. მოქმედება1922 წლის ზაფხულში მიმდინარეობს. პერსონაჟები გამოგონილ ქალაქ West Egg-ში ცხოვრობენ. მთავარი გმირი ახალგაზრდა და იდუმალებით სავსე მილიონერი ჯეი გეთსბია, რომელიც უზომოდაა შეყვარებული ულამაზეს დეიზი ბუკენენზე. ავტორი შთააგონა იმ წვეულებებმა, რომლებსაც ესწრებოდა ლონგ აილენდზე ყოფნის პერიოდში. 1923 წელს შეუდგა ნაწარმოების წერას. მისი თქმით ნაწარმოები უნდა ყოფილიყო "something new—something extraordinary and beautiful and simple and intricately patterned"(რაღაც ახალი, უჩვეულო, ლამაზი, უბრალო და ჩახლართული). ერთ წელში წიგნის 20.000 ეგზემპლაზრი გაიყიდა. ფიცჯერალდს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგონა, რომ დიდი მარცხი განიცადა და ამ ნაწარმოებს ხალხი დაივიწყებდა. მაგრამ ის შეცდა, რადგან წიგნი დღემდე პოპულარობას არ კარგავს, ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება და ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე საუცხოო რომანად ითვლება.
ფრაზები წიგნიდან
- საუცხოოდ იღიმებოდა, ეს უფრო მეტი იყო ვიდრე საუცხოო. ის იმ იშვიათ ღიმილთაგანი იყო, რომელშიც სამარადისო დამაჯერებლობა იკითხებოდა. ასეთ ღიმილს სიცოცხლის განმავლობაში ოთჯერ ან ხუთჯერ ნახავდით. ის გაბედულად ხვდებოდა მსოფლიოს, ამის შემდეგ კი კონცენტრირდებოდა შენზე დაუძლეველი კეთილგანწყობილებით. მას ისე ესმოდა შენი, როგორც გსურს, ისე სჯეროდა შენი, როგორც შენ გსურს, რომ გჯეროდეს საკუთარი თავის
- ძალიან მიყვარს დიდი წვეულებები. ისინი ძალიან იდუამლია. პატარა წვეულებებში კი განმარტოება შეუძლებელია
- მხოლოდ დევნილი, ის ვინც დევნის, საქმიანი და დაღლილი ხალხი არსებობს
- მასზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, მაგრამ სუსტ ცნობისმოყვარეობას ვგრძნობდი
- ჩემს თავს უცნობ ადამიანებში ვხედავ, რადგან დინების მიმართულებას მივყვები და ყველანაირი დარდის დავიწყებას ვცდილობ
- იმედია სულელი იქნება, ჩვენს სამყაროში ქალისთვის საუკეთესოა იყოს მშვენიერი პატარა სულელი არსება
- ყველაზე საშინელი მომენტი ადამიანისათვის არის ის, როცა მისი ცხოვრება იშლება და ვერაფერს ვერ აკეთებს, გარდა გურგრილად ყურებისა
- ვინ თქვა რომ წარსულის განმეორება შეუძლებელია?.. ჩვენ შეგვიძლია მისი განმეორება
- ისინი მხოლოდ გაფუჭებულ ბრბოს წარმოადგენენ, შენ მათზე უფრო ფასეული ხარ
- მე არ შემეძლო მეპატიებინა მათთვის ან მომწონებოდა ისინი, მაგრამ მივხვდი, რომ რაც მათ გააკეთეს სრულიად გამართლებული იყო. ეს ყველაფერი დაუდევარი და უთავბოლო იყო. ისინი უდარდელნი იყვნენ - ტომი და დეიზი, ამსხვრევდნენ ყველაფერს და ყველა ადამიანს, შემდეგ უკან უბრუნდებოდნენ თავიანთ ფულს, თავისუფლებასა და უდარდელობას, ან იმას, რაც მათ ერთად ტოვებდა და სხვებს ალაგებინებდნენ იმ არეულობას, რასაც თვითონ ქმნიდნენ
- ერთადერთი რაზეც განუწყვეტლივ ვფიქრობდი იყო : 'You can't live forever; you can't live forever' (შენ არ შეგიძლია სამუდამოდ ცხოვრება; შენ არ შეგიძლია სამუდამოდ ცხოვრება)
- როცა ახლგაზრდა ვიყავი მამაჩემმა ერთი რჩევა მომცა, რომელზეც მუდამ ვფიქრობ: ''როცა გრძნობ, რომ ვინმე გაკრიტიკებს, გაიხსენე, რომ იმ ხალხს არასოდეს არ ჰქონია ის უპირატესობები, რომლებიც შენ გქონდა''
No comments:
Post a Comment