Wednesday, September 7, 2016

დიდი გეტსბი ანალიზი

დიდი გეტსბი 
  • ანალიზი
  • პერსონაჟების დახასიათება 
Image result for დიდი გეტსბი


   ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი იქცა თავისი ეპოქის სიმბოლოდ, რომელსაც თავად ,,ჯაზის ეპოქა'' უწოდა. ეპოქა, რომელიც ცდილობდა განტავისუფლებულიყო წინაპართა ტრადიციებისგან. ამ ეპოქის ახალგაზრდებს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდათ, დაევიწყებინათ ომის საშინელება და ცხოვრებით დამტკბარიყვნენ დღეს და ახლავე. 
   ფიცჯერალდმა რომანში  ,, დიდი გეტსბი'' შეულამაზებლად დაგვიხატა სიმდიდრის ბნელი მხარეები, ამერიკული ოცნების კრახი, გამოკვეთა ამერიკელთა ფსიქოლოგია. რომანშ მოთხრობილია სიყვარულის ისტორია, ჯეი გეტსბის ცხოვრების მიზანი ერთი ქალის გულის მოგებაა და ყველაფერი, რასაც აკეთებს ამ მიზანს ემსახურება.ამაში მას ნიკი ეხმარება, რომანის მთხრობელი. ,, დიდი გეტსბი'' ყველა კატეგორიის მკითხველისთვის საინტერესოა და წიგნის სიუჟეტიც და ენაც, ალბათ არავის შეუქმნის სირთულეს. 
   ამბის მთხრობელი ნიკ კარაუეი პირადად მე ძალიან მართობს, სარკასტული იუმორი, იშვიათი გულწრფელობა და მახვილგონიერება ნიკს მიმზიდველს ხდის. მამამ ნიკს ერთხელ უთხრა:
 - გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, გაიხსენე რომ ამქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია.
   მეტი მამას არაფერი უთხრა თუმცა ნიკი მას უსიტყვოდ უგებდა. საბოლოოდ დაეჩვია საკუტარი აზრის გამოტქმისგან თავის შეკავებას და ამის გამო ბევრი მრავალჯერ აღმოჩნდა მოსაწყენ პიროვნებათა და უკარებათა აღსარების მსხვერპლი. ერთადერთი ვისაც ზურგი ვერ შეაქცია იყო გეტსბი, კაცი რომლის სახელიც ამ წიგნს ჰქვია.
   თუკი პიროვნების საზომი წარმატებაა, მაშინ გეტსბისაც ჰქონდა რაღაც ღირსება - იგი მძაფრად შეიგრძნობდა ცხოვრებას,თითქოს ჩართული იყიმ საოცარ მანქანაში,  რომელიც მოსალოდნელი მიწისძვრის ნიშნებს ათი ათასი მილზე აღრიცხავს. ნიჭი იმედისა, თავისებური რომანტიკული ხალისი, ,,შემოქმედებითი ტემპერამენტი'' ჯეი გეტსბის დამახასიათებელი ნიშნებია.
  შემთხვევით გამდიდრებული ჯეი გეტსბი ლონგ აილენდზე იწყებს ცხოვრებას იმისთვის, რომ დეიზი დაიბრუნოს, ხუთი წლის წინ რომ უყვარდა. ის კი უკვე გათხოვილია და მეორე ნაპირზე ცხოვრობს. წიგნში ამერიკელი მდიდრების ცხოვრებაა არწერილი. მეოცე საუკუნეში მნიშვნელოვანი საკითხი იყო მემკვიდრეობთმდიდრებისა და მერე გამდიდრებულების ურთიერთობები, იმის ჩვენება როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეტს დ ხაზგასმა იმაზე, რომ ფული პრობემების მოგვარებას არ ნიშნავს .
   ისაუბრე საკუთარ თავზე დიდხანს, დამაჯერებლად, წარბშეუხრელად, ესაუბრე განურჩევლად ყველას და ისინი აგარიდებენ ცილისწამებას, ეჭვებს. სიჩუმე აღძრავს ცნობისწადილს ღრმად შეიჭრა მეორის განცდებსა და სურვილებში. მიმზიდველი ფიქრი, რომ შენსავით სხვაც შეიძლება იყოს ქურდი, ბუტლეგერი, მძარცველი ან მრუში. ჯეიმს გეცი ხან  კაიზერ ვილჰემლის დისშვილი იყო, ხანც ბიძაშვილი, ხანც მკვლელი და ბუტლეგერი. სინამდვილეში გეცი თავმდაბალი, მოკრძალებული, მგრძნობიარე პიროვნება გახლდათ, ფიქრებს და ცნებებს შეჭიდული. შეყვარებული მამაკაცი, რომელიც ებრძოდა აწმოს და ჯიუტად ცდილობდა წარსულის დაბრუნებას. წარსულში იყო დეიზი, საუცხოო სილამაზით გამორცეული გოგონა, მასტაბ გატარებული დღეები და დაპირება, რომ ერთხელაც სახელმოხვეჭილი და მდიდარი დაბრუნდებოდა. საკუთარ თავზე პლატონური წარმოსახვების მქონე გეცი თავს რჩეულად თვლიდა, ღარიბი ფერმერების სახლი მისთვის დროებით თავშესაფარს წარმოადგენდა, ეგოცენტურ მამაკაცს ღრმად სწამდა, რომ ოდესღაც დეიზის ღრსი გახდებოდა. მისი მომნუსხველი ღიმილი და შნაგანი სითბო ათბობდა ყველას და იზიდავდა. ,,იშვიათია ისეთი ღი მილი, ნდობიტ და რწმენით რომ აგაცსებს კაცს, იშვიათად თუ შეხვდები ცხოვრებაში.'' გამდიდრებული ჯეი ყოველ შაბათ-კვირას  წვეულებებს, მეჯლისებს მართვადა, გუკლუხვად უმასპინძლდებოდა ათასობით უცნობ სტუმარს.
   დეიზი მთხრობელის, ნიკ კარაუეის ბიძაშვილი იყო. დეიზის და მის  მეუღლე-ტომმა მთელი წელი საფრანგეთში უქმად გაეტარაებინათ, შემდეგ ერთ ადგილზე ვერ ისვენებდნენ, დაეხეტებოდნენ ყველგან, სადაც კი თავს მდიდარი ხალხი იყრიდა და პოლოს თამაშობდა.დეიზის ნარნარა ხმა ჰქონდა, სულ გინდოდა მუსიკასავით გესმინა, ვერასდროს დაივიწყებდი მის უფლებისმოყვარე, მაღლებულ კილოს, ვერც მის ჩურჩულს, ლაღ დაპირებებს. ნიკმა დეიზის ამცნობა, რომ როცა აღმოსავლეთში ბრუნდებოდა მრავალმა ხალხმა დააბარა მას დეიზისთან მოკითხვა, დეიზი ამან იმდენად აღაფრთოვანა, რომ იმწამს ტომს უკან დაბრუნება შესთავაზა. აქ კიდევ გამოიხატება დეიზის ქარაფშუტული, ჭირვეული ბავშვივით ცვალებადი ხასიათი. სუფრასთან დეიზი წუწუნს იწყებს, რომ ნეკა თითი ქმარმა ატკინა და ნანობს რომ ამ ,,ოყლაყ მხეცს'' გაჰყცვა ცოლად.  საუბარი უშინაარსო იყო, ამას საუბარი არც კი ეთქმოდა. დეიზი ჭორიკანაა, ნიკს მსახურის ცხვირზეც კი უამბო.  ის დიდად განათლებითაც არ გამოირჩევა, მან მემკვიდრეობით ფული მიიღო, განათლება კი სამწუხაროდ - ვერა. დაცინვით ამბობს, რომ ტომი ბრძენი გახდა, ღრმააზროვან და გრძელსიტყვებიან წიგნებს კითხულობს, ისიც კი ვერ გაიხსენა, რომ ასეთ წიგნებს თურმე მეცნიერული ეწოდება. ის ნიკს ეუბნება, რომ რთული დღეები გამოიარა, თუმცა ახლა ყველაფერს ცინიკურად უყურებს.
    ტომი ზღაპრულად მდიდარია, , იელში ნიკთან ერთად სწავლობდა და უკვე მაშნ ნიკს არ ესიმპათიურებოდა მისი მოქმედების აგრესიული და მანკიერი კილო.სუფრასთან ის თავდაჯერებულად მოძღვრავს თანამოსაუბრეებს ათასგვარ ფილოსოფიურ საკითხში, თამამად გამოთქვამს საკუთარ აზრს, თუმცა ამ ჯიუტად ნათქვამს პათეტიკური კილო გადაჰკრავს, თვითკმაყოფილების გრძნობა გამძაფრებოდა და გული აღარაფრით უჯერდებოდა. ტომმა ცოლის ღალატი ჯერ კიდევ თაფლობის თვეში დაიწყო. ახლაც არ თვლიდა საჭიროდ ნიკსისთვის დაემალა თავისი კავშირი მირტლ უილსონთან, გასამართი სადგურისა და ავტომობილების სარემონტოს მფლობელის ცლთან. ტომი ავანტურისტი, მძაფრი განცდების მოტრფიალე მამაკაცია, რომელსაც საყვარელთან გატარებული ღამის შემდეგ ოჯაურისიმყუდროვე ამშვიდებს, ხოლო ლამაზი და ოდნავ სევდიანი ცოლიკი სიმხნევეს მატებს.  მათთან პირველი ვიზიტის შემდეგ ნიკს შთაბეჭდილება დარჩა, რომ დეიზი ამ სახლიდან დაუყონებლივ უნდა გაიქცეს.
     შეუძლებელიუა მკითხველს გამორჩეს გამოწრთობილი სკეპტიკოსი ქალის, ჯორდან ბეიკერის სახე, რომელსაც ნიკი ჯერ ტომთან, მოგვიანებით კი გეტსბის წვეულებაზეც შეხვდა. გეტსბიმ სულ ბავშვურად უთხრა ნიკს, რომ მის თხოვნას ჯორდანი გააჯღერებდა. სათხოვარი მარტივი იყო, სურდა დეიზი თავისთან დაეპატიჟებინა ჩაიზე, რომ თითქოს შემთხვევით, მეზობლად ჩამოსულ გეტსბის ის ენახა.
    დეიზის და გეტსბის შეხვედრა ძალიან ემოციური მომენტია ამ წიგნში, მალე მათ შორის კვლავ ახლდება ძველი ურტიერთობა. გეტსბიმ მის გამო ბევრი მსახურიც კი დაითხოვა, უფრო შინაურები დატოვა, ვინც დეიზის სტუმრობაზე ბევრს არ ილაპარაკებდა. დეიზი ნიკის და ჯორდანის წინ მოურიდებლად კოცნის ჯეის და ჯორდანი მას ვულგარულსაც კი უწოდებს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეიზის არ უყვარს გეტსბი, არამედ მოხიბლულია ფულის ჩხრიალითა და იმ სიმდიდრით, რაც გეტსბის აქვს.
      ერთხელ ტომთან და  დეიზისთან ლანჩის შემდეგ ნიკი, ჯორდანი და გეტსბი მასპინძლებთან ერთად გასართობად მიემგზავრებიან ნიუ-იორკში. ყველასტვის გასაგებია, რომ ტომი და გეტსბი დეიზისთვის ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებმებიან. ამასთან ტომი, ნიკი და ჯორდანი მიემგზავრებიან გეტსბის კრემისფერი როლს-როისით, ხოლო თავად ის და  დეიზი - ტომის პატარა მუქი ლურჯი ,,ფორდით''. შუა გზაზე ტომი უილსონთან შეივლის ბენზინის ცასახმელად- ის კი უცხადებს, რომ სამუდამპოდ წასვლას და ცოლის წაყვანას აპირებს. ტომი გამწარდება, რადგან ხვდება, რომ შეიძლება ცოლიც დაკარგოს და საყვარელიც.
 ნიუ-იორკშ ახსნა- განმარტება შედგა. გეტსბი ეუბნება ტომს, რომ დეიზის არ უყვარს და არც არასდროს ჰყვარებია, უბრალოდ ის რარიი იყო და ქალი ლოდინით დაიღალა. ამაზე ტომი გამოუაშკარავებს მისი შემოსავლების წყაროს, მართლაც რომ უკანონოს. დეიზი შეძრწუნებულია და იქით იხრება, რომ ტომთან დარჩეს. აღსაღნიშნავია, რომ ტომს დეიზის დაბრუნება მხოლოდ მაშნ უნდება, რომცა ხვდება, რომ შეიძლება ორივე ქალი დაკარგოს და იმასაც კი იმტკიცება, რომ ყოველთვის დეიზი უყვარდა, ხანდახან თუ წაიცუღლუტებდა ხოლმე. ტომი ხვდება, რომმოიგო და უკანა გზაზე ცოლს გეტსბის კრემისფერ მანქანაში ჩასვამს. როცა ფორდი გასამართ სადგურს უახლოვდება, ბრბოს და გატანილ მირტლს ხედავენ.
   ნიკი დეიზის სახლში მიდის და ნიკი ტაქსს ელოდება ეზოში, როცა ბუჩქებიდან უდარდელი გეტსბი გადმოდის. ამ დროს მისდამი სიძულვილიც კი მიჩნდება, რადგან მეგონა, რომ მირტლი  გეტსბიმ გაიტანა, თუმცა აღმოჩნდება, რომ საჭესთან დეიზი იჯდა, თუმცა გეტსბიმ მკვლელობა დაიბრალა. დილამდე გეტსბი დეიზის ფანჯრის ქვეშ იყო, რომ გვერდით აღმოჩენილიყო, თუკი დასჭირდებპდა.ნიკმა ფანჯარაში შეიხედა - ტომი დ ეიზი ერთად ისხდნენ, როგორც რაღაც ერთიანი- მეუღლეები, შესაძლოა თანამზრახველები, მაგრამ ნიკმა მაინც ვერ გაბედა გეტსბისთვის საბოლოო იმედი გადაეწურა.
   შემდეგ დღესნიკს უცნაური გრძნობა იწვევს, ჯორდანი მას სახლში დაპატიჟებს, თუმცა ნიკი არ მივა, გეტბის სახლისკენ გაეშურება, გაგონებს გასროლის ხმას და უკვე მიხვდება თუ რაც მოხდა, მართლაც გეტსბი მკვდარი დახვდება, ხოლო უილსონი შორიახლოს, ბუცქებში იპოვეს, გეტსბის მოკვლის შემდეგ თავი მოეკლა.
  ნიკი გააგზავნის დეპეშას ტომთან და დეიზისთან, თუმცა ისინი უკვე წასულები დახვდნენ. გულზე მომხვდა ფრაზა, რომელსაც ნიკი გამომშვიდობებისას გეტსბის ეუბნება, თითქოს იცოდა რომ ძმაკაცს ვერარასდროს ნახავდა, შენ ამათ ყველას სჯობიხარ, დამპალი წყეულტა ბანდააო.
  




Saturday, September 3, 2016

დიდი გეტსბი

დიდი გეთსბი არის ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ნაწარმოები, რომელიც 1925 წელს დაიწერა. მოქმედება1922 წლის ზაფხულში მიმდინარეობს. პერსონაჟები გამოგონილ ქალაქ West Egg-ში ცხოვრობენ. მთავარი გმირი ახალგაზრდა და იდუმალებით სავსე მილიონერი ჯეი გეთსბია, რომელიც უზომოდაა შეყვარებული ულამაზეს დეიზი ბუკენენზე. ავტორი შთააგონა იმ წვეულებებმა, რომლებსაც ესწრებოდა ლონგ აილენდზე ყოფნის პერიოდში. 1923 წელს შეუდგა ნაწარმოების წერას. მისი თქმით ნაწარმოები უნდა ყოფილიყო "something new—something extraordinary and beautiful and simple and intricately patterned"(რაღაც ახალი, უჩვეულო, ლამაზი, უბრალო და ჩახლართული). ერთ წელში წიგნის 20.000 ეგზემპლაზრი გაიყიდა. ფიცჯერალდს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგონა, რომ დიდი მარცხი განიცადა და ამ ნაწარმოებს ხალხი დაივიწყებდა. მაგრამ ის შეცდა, რადგან წიგნი დღემდე პოპულარობას არ კარგავს, ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება და ამერიკულ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე საუცხოო რომანად ითვლება.

ფრაზები წიგნიდან 
  • საუცხოოდ იღიმებოდა, ეს უფრო მეტი იყო ვიდრე საუცხოო. ის იმ იშვიათ ღიმილთაგანი იყო, რომელშიც სამარადისო დამაჯერებლობა იკითხებოდა. ასეთ ღიმილს სიცოცხლის განმავლობაში ოთჯერ ან ხუთჯერ ნახავდით. ის გაბედულად ხვდებოდა მსოფლიოს, ამის შემდეგ კი კონცენტრირდებოდა შენზე დაუძლეველი კეთილგანწყობილებით. მას ისე ესმოდა შენი, როგორც გსურს, ისე სჯეროდა შენი, როგორც შენ გსურს, რომ გჯეროდეს საკუთარი თავის
  • ძალიან მიყვარს დიდი წვეულებები. ისინი ძალიან იდუამლია. პატარა წვეულებებში კი განმარტოება შეუძლებელია
  • მხოლოდ დევნილი, ის ვინც დევნის, საქ­მი­ა­ნი და დაღლილი ხალხი არსებობს
  • მასზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, მაგრამ სუსტ ცნობისმოყვარეობას ვგრძნობდი
  • ჩემს თავს უცნობ ადამიანებში ვხედავ, რადგან დინების მიმართულებას მივყვები და ყველანაირი დარდის დავიწყებას ვცდილობ
  • იმედია სულელი იქნება, ჩვენს სამყაროში ქალისთვის საუკეთესოა იყოს მშვე­ნი­ე­რი პატარა სულელი არსება
  • ყველაზე საშინელი მომენტი ადამიანისათვის არის ის, როცა მისი ცხოვრება იშლება და ვერაფერს ვერ აკეთებს, გარდა გურგრილად ყურებისა
  • ვინ თქვა რომ წარსულის განმეორება შეუძლებელია?.. ჩვენ შეგვიძლია მისი განმეორება
  • ისინი მხოლოდ გაფუჭებულ ბრბოს წარმოადგენენ, შენ მათზე უფრო ფასეული ხარ
  • მე არ შემეძლო მეპატიებინა მათთვის ან მომწონებოდა ისინი, მაგრამ მივხვდი, რომ რაც მათ გააკეთეს სრულიად გამართლებული იყო. ეს ყველაფერი დაუდევარი და უთავბოლო იყო. ისინი უდარდელნი იყვნენ - ტომი და დეიზი, ამსხვრევდნენ ყველაფერს და ყველა ადამიანს, შემდეგ უკან უბრუნდებოდნენ თავიანთ ფულს, თავისუფლებასა და უდარდელობას, ან იმას, რაც მათ ერთად ტოვებდა და სხვებს ალაგებინებდნენ იმ არეულობას, რასაც თვითონ ქმნიდნენ
  • ერთადერთი რაზეც განუწყვეტლივ ვფიქრობდი იყო : 'You can't live forever; you can't live forever' (შენ არ შეგიძლია სამუდამოდ ცხოვრება; შენ არ შეგიძლია სამუდამოდ ცხოვრება)
  • როცა ახლგაზრდა ვიყავი მამაჩემმა ერთი რჩევა მომცა, რომელზეც მუდამ ვფიქრობ: ''როცა გრძნობ, რომ ვინმე გაკრიტიკებს, გაიხსენე, რომ იმ ხალხს არასოდეს არ ჰქონია ის უპირატესობები, რომლებიც შენ გქონდა''


ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი 
  • ბიოგრაფია 

  


ამერიკელი მწერალი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი დაიბადა 1896 წლის 24 სექტემმბერს, მინესოტას შტატში, ქალაქ სენტ-პოლში. 1911 წელს იგი გააგზავნეს სასწავლებლად კათოლიკურ კერძო სკოლაში, ნიუ ჯერსიში. 1917 წელსსწავლა განაგრძო პრისტონში. 1917 წელს ამერიკის ჯარში მოხალისედ ჩაეწერა.
1918 წელს ალაბამში ყოფნისას გაიცნო ძელდა სეირი. 1919 წელს წამოვიდა ჯარიდან და დაიწყო მუშაობა ნიუ-იორკის სარეკლამო სააგენტოში. 1920 წელს დაქორწინდა ძელდა სეირზე.
       
1920 წელსგამოიცა მისი ორი რომანი ‘'სამოთხის ეს მხარე'' და''გარყვნილები და ფილისოფოსები''.  1922 წელს ბესტსელერი გახდა ‘'მშვენიერნი მაგრამ განწირულნი'' და ‘'ჯაზის საუკუნის ზღაპრები''.  1924 წელს მიემგზავრება პარიზში ოჯახთან ერთად. 1930 წლამდე ცხოვრობდნენ პარიზში.
1925 წელს მან დაწერა თავისი ყველაზე უკვდავი ქმნილება''დიდი გეტსბი''.
1934წელს ფიცჯერალდმა დაასრულა რომანი ‘'ნაზია ღამე''.
1940 წელს დაიღუპა გულის შეტევით.

მოგესალმებით!

წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ...

გამარჯობა, ეს ნინი შიოლაშვილის წიგნების ბლოგია. აქ ჩვენ ერთმანეთს გავუზიარებთ წაკითხულ წიგნებს, დავწერთ  პერსონაჟის დახასიათებებსა და მოკლე შინაარსებს, მოეწყობა დისკუსია ამა თუ იმ წიგნის შესახებ. თუკი თქვენ გიყვართ წიგნების კითხვა ეს ბლოგი სწორედ რომ თქვენთვისაა შექმნილი.